1769975663
ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგი... - ზაზა თელიას გაფრთხილება
ექიმი-დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს ავრცელებს.
„Chromium (ქრომი) - ერთ-ერთი მიკროელემენტი რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში.საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასწორი (mislabeled) სამეცნიერულ მტკიცებულების სწრაფი მიმოხილვა:ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით.ანუ წონის კლების მიზნით როცა გინიშნავენ არაეფექტურია.გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს. გვერდითი ეფექტები: ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის - ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტური უნარის გაუარესება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა. კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ -მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას - მასში შესაძლოა შედიოდეს ეფედრინიდათუ ის ამის გარდა კიდევ იღებს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს - მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ გამოიწვიოს სიკვდილი“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.











