გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ფეისბუკ ჯგუფის, „ვეძებ“ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში დედების აქციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ჟურნალისტის თქმით, აქცია აპოლიტიკურია და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინ, პირველ აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება.
,,მეგობრებო, მოგმართავთ ყველას, ვინც ეძებს, ვისაც გეძებენ, ვინც უბრალოდ გვერდით გვიდგახართ და გული შეგტკივათ.
1 აპრილს თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
1 აპრილს პარლამენტის წინ ვიკრიბებით.
1 აპრილს მთავრობას ჩვენი ხმა უნდა მივაწვდინოთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ვთხოვოთ, რომ გაგვცენ პასუხები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
1 აპრილს უნდა მივმართოთ სახელმწიფოს და ვთხოვოთ, რომ შეცვალოს კანონი და მოგვცენ უფლება, მივიღოთ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.
1 აპრილს, 17 საათზე, პარლამენტის წინ, თითოეული თქვენგანის იქ ყოფნა მნიშვნელოვანია", - წერს თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დედების აქცია პარლამენტთან, 3 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო.