1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თი მაჭავარიანი, პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. ამის შესახებ ბლოგერმა სოციალური ქსელით გამომწერებს თავად უამბო. ბლოგერი ახლა უკვე კლინიკაში იმყოფება და ოპერაციისათვის ემზადება:
„რეგისტრაცია უკვე გავიარე. ახლა ანესთეზიოლოგთან უნდა შევიდე და ალბათ, 2 საათში უკვე მძინარე მდგომარეობაში ვიქნები და ოპერაციას გავიკეთებ. ვეცდები, იქამდეც და ოპერაციის შემდგომაც, როდესაც გავიღვიძებ, თქვენთან კონტაქტზე ვიყო. წარმატებები მისურვეთ... პალატაში ვარ, კარდიოგრამა გადამიღეს, კათეტერი ჩამიდგეს და გადასხმა უნდა გავიკეთო. ტელეფონის დატოვება პალატაში მომიწევს. რამდენიმე საათში დაგიბრუნდებით." - მიმართა თი მაჭავარიანმა გამომწერებს.