თამთა მეგრელიშვილი: გილოცავთ, დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის!

თამთა მეგრელიშვილი

გილოცავთ, 1-ელი დეკემბრიდან ანუ დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, - წერს სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ეს კანონი არის ზნეობრივი აქტი, რომელიც დაიცავს მომავალ თაობას უზნეობის პროპაგანდისაგან და უზნეობის ზნეობრივად დაკანონების ვალდებულებისაგან და საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის.

"გილოცავთ, 1-ლი დეკემბრიდან ანუ დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი.

კანონის თანახმად განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.

ეს კანონი არის ზნეობრივი აქტი, რომელიც დაიცავს მომავალ თაობას უზნეობის პროპაგანდისაგან და უზნეობის ზნეობრივად დაკანონების ვალდებულებისაგან.

როგორც სამართალმცოდნეს, მიხარია რომ აქამდე არარსებული შესაძლებლობა უკვე გაჩნდა და გვაქვს სამართლებრივი უფლება უზნეოთა სურვილს მოაწყონ მსვლელობები და აწარმოონ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა დავუპირისპირდეთ კანონის ენით!საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის!" - წერს თამთა მეგრელიშვილი.