„ჩემი მამა...“ - ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს
1761680469
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია, გარდაიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჩეკურაშვილი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველასთვის საყვარელი კოლეგისა და მეგობრის, სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურაშვილის გარდაცვალების გამო.
დიდი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს გუნდს. პროფესიონალი და ბევრი მნიშვნელოვანი საქმის სულის ჩამდგმელი. დიდი დანაკლისია ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის.
თანავუგრძნობ ბატონი ზურაბის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და გუნდის წევრებს“,- წერს დავით სონღულაშვილი.