კარგი სიახლე მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობს
1761636334
სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე.
ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩვენს გუნდში.
ქალბატონი ნანა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით, სითბოთი და გულისხმიერებით.
თითოეული ციტოელი თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.