„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობის თანახმად, ცამეტივე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ერთი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება. მაშველები მის გადარჩენას ცდილობენ.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ნაწილობრივი ნგრევა გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორპუსში მცხოვრები სხვა ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.