პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გადაცემა „შუადღემ“ მოხუცებზე ძალიან ემოციური სიუჟეტი მოამზადა. რა ენატრებათ მშობლებს ყველაზე მეტად შვილებისგან? ამ კითხვებზე ისინი პასუხობენ, რომ ყველაზე მეტად სითბო ენატრებათ.
„შვილებისგან ალბათ სიყვარული... ყველაზე მეტი სიკეთე და ბედნიერებაა, როცა ასაკში მყოფ მშობელს შვილი ეტყვის მიყვარხარ დედი, ან მიყვარხარ მამი. ყველაზე კარგი ეს არის... არაჩვეულებრივია“.
„ყველაზე მეტად მენატრება ვიგრძნო სითბო, თუნდაც დარეკვაში. შეხვედრაში. რაც წლები მემატება, მინდა სითბოს ვგრძნობდე“.
„ჩემი გოგო რომ ჩამეხუტებოდა, მაკლია ეს დღეს.“ „მე ახლა მინდა ჩავეხუტო ჩემს შვილებს და შვილიშვილებს.“ „მოფერება, მოფერება და მოფერება... ეს მენატრება“ „უფრო მეტი მოკითხვა მინდა“,- ამბობენ ისინი.