სტომატოლოგს ორსულობის დადგენაც შეუძლია, თუნდაც თქვენ არ იცოდეთ ჯერ. როგორ?- ნახეთ სტატიაში

stomatologi

სტომატოლოგს თქვენ შესახებ ბევრად მეტი რამის გაგება შეუძლია, ვიდრე, უბრალოდ პირის ღრუს მდგომარეობის შეფასება ან მტკივნეული კბილის ამოღებაა. კერძოდ, ბრიტანელი ექიმი სუხმანი აცხადებს, რომ სტომატოლოგს იმის გაგებაც შეუძლია, ორსულად ხართ თუ არა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

„სტომატოლოგს თქვენთვის იმის თქმაც კი შეუძლია, ხართ თუ არა ორსულად. ყველამ ვიცით, რომ ციკლის შეწყვეტა, დაღლილობა, ხშირი შარდვა, მკერდის ტკივილი და გულისრევა ადრეული ორსულობის ნიშნებია. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი სიმპტომი, რომლის მიგნებაც თქვენს პირის ღრუშია შესაძლებელი. კერძოდ, ორსულობის ადრეულ ეტაპზე ღრძილები უფრო მგრძნობიარე და სისხლდენისკენ მიდრეკილი ხდება. ჩნდება ანთებითი პროცესი. ამიტომ, სტომატოლოგს მარტივად შეუძლია ამოიცნოს ადრეული ორსულობისთვის დამახასიათებელი ეს ნიშანი“,- აცხადებს ექიმი სუხმანი.