სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია - სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი

sufsa

სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ია მოქიას ინფორმაციით, სუფსაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის იწმინდება მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები.

მოქიას განცხადებით, უსაფრთხო ადგილას 9 ადამიანია გადაყვანილი.

,,სუფსაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის იწმინდება მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. გუშინ, როგორც კი დაიწია წყლის დონემ, სამაშველო სამსახურმა ამოტუმბა წყალი იმ სახლებში, სადაც ჯერ კიდევ დარჩენილი იყო. უსაფრთხო ადგილას 9 ადამიანია გადაყვანილი და ამ წუთებშიც ვმუშაობთ, რათა ყველა ოჯახში მივიდეთ და დავითვალოთ ზარალი. ზარალის დამთვლელი კომისია აქტიურად მუშაობს. გუშინ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ და დღესაც, თუ რომელიმე ოჯახს ესაჭიროებოდა ან ესაჭიროება უსაფრთხო ადგილზე გასვლა, ან საკვები პროდუქტები, ვეხმარებით“, - განაცხადა სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ია მოქიამ.