„უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს...“ - ევროპის ჩემპიონს, ლაშა დგებუაძეს შვილი გარდაეცვალა
1774641220
ძლიერმა ქარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხუცთა თავშესაფარი დააზიანა.
სოფელ ბოდბისხევში მდებარე შენობას ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა.
ადგილზე უკვე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მიყენებულ ზარალს ითვლიან.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ თავშესაფარს დროებით გადახურავენ, ხოლო ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის შემდეგ, თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფენ.
დაფინანსების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, თავშესაფრის გადახურვის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.