სტიქია აჭარაში - მაჭახელას ხეობაში ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზის ნაწილი დააზიანა

სტიქია

მაჭახელას ხეობაში ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზის ნაწილი დააზიანა. ამ დროისთვის მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი გადაადგილება.

ძლიერი ნალექის გამო, ხეობაში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლი და საპიკნიკე ადგილები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.