„აბა გაბედოს ვინმემ რამე და კანონის წინააღმდეგ ჩაიდინოს, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება" - კახა კალაძე ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის მოწოდებებზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო

"აბა გაბედოს ვინმემ რამე და კანონის წინააღმდეგ ჩაიდინოს, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება", - ასე ეხმაურება თბილისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის რიტორიკას, რომელიც 4 ოქტომბერს ისევ რევოლუციას აანონსებს.

კახა კალაძისა თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"ეს არის სრული სისულელე, სიბლეფე. აბა გაბედოს ვინმემ რამე და კანონის წინააღმდეგ ჩაიდინოს, რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება და ყველა დამნაშავე, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი კანონის ფარგლებში", - აცხადებს კახა კალაძე.