სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - გარდაცვლილთაგან ორი 19 წლის, ხოლო ერთი – 16 წლის მოზარდია (ნიუ მექსიკო)

პოლიცია

ნიუ მექსიკოს შტატში, ქალაქ ლას კრუსეს ერთ-ერთ პარკში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილთაგან ორი 19 წლის, ხოლო ერთი – 16 წლის მოზარდია.

სროლის შედეგად, ასევე დაშავდა 14 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო, ამ დროისთვის სამართალდამცველები მის ინდენტიფიცირებას ცდილობენ, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.