1759659123
რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ხარკოვზე, არიან დაშავებულები

რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა ხარკოვზე, არიან დაშავებულები. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, თავდასხმის შედეგად, ამ დროისთვის სამი ადამიანია დაშავებული. ქალაქის ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მისივე თქმით, ქალაქში 15 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი შენობები.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.