სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

აქცია

პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. მსგავსი ქმედება დღევანდელ აქციაზე დღეს პირველად მოხდა სამართადმცველების მხრიდან.

ცოტა ხნის წინ, აქციის მიმდინარეობასასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, დემონსტრანტები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ნორმებს და თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა.