1736970770
სპეციალისტი გვირჩევს, არ ვუყიდოთ ბავშვებს ამ ფერის საცურაო კოსტიუმი, რადგან ეს შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს
ფლორიდელი ცურვის ინსტრუქტორი, რომლის ვიდეოც TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა, მშობლებს აფრთხილებს, მოერიდონ ბავშვებისთვის ლურჯი საცურაო კოსტიუმების ყიდვას და ამის მიზეზს განმარტავს.
32 წლის ნიკი სკარნატი Fox News Digital-სთან აცხადებს, რომ ლურჯი ფერის საცურაო კოსტიუმის არჩევა შესაძლოა, საბედისწერო შეცდომა იყოს, განსაკუთრებით კი ბავშვების შემთხვევაში.
„როცა ცისფერი საცურაო კოსტიუმი აცვია, ტენდენციურად ერწყმის წყლის გარემოს. წყალი ირეკლავს სინათლეს, ის ისე იშლება, თითქოს ცისფერი ელფერი აქვს. ასე რომ, თუ ბავშვებს ლურჯი საცურაო კოსტიუმი აცვიათ, შესაძლოა, უფრო რთული დასანახი იყოს მშობლისთვის ან მაშველისთვის.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, 1-დან 4-წლამდე ბავშვების შემთხვევითი სიკვდილის მთავარი მიზეზი დახრჩობაა.
სკარნატიმ გადაიღო TikTok ვიდეო, სადაც მისი ქალიშვილი, 2 წლის კლერი ლურჯი საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი.
„რაც უფრო ღრმად ხარ, მით უფრო რთულია შენი დანახვა.“ - ამბობს ქალი.
@springhill.isr Just dont do it! Why think about which bathing suits for the splash pad? Just buy bright ones!! ☀️☀️ #selfrescue #selfrescueswimming #selfrescueswim #watersafety #drowningpreventionawareness #springhillisd ♬ original sound - Spring Hill ISR Nikki Scarnati
სკარანატი ლურჯი კოსტიუმის ნაცვლად მშობლებს ურჩევს, იყიდონ ნეონის ფერის საცურაო კოსტიუმი ან ღია წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი - რაც განსხვავდება თავად წყლის ფერისგან.