სოციალურ ქსელ „Facebook“ - ში ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში შეიქმნა, საიდანაც მოქალაქეები იღებენ პირად შეტყობინებას, მათ შორის ფინანსური დახმარების პირობას - „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადება

ხვედელიძე

სოციალურ ქსელ „Facebook“ - ში, გაურკვეველმა პირმა შექმნა ეკატერინე ხვედელიძის სახელით ყალბი ანგარიში. აღნიშნული ანგარიშიდან მოქალაქეები იღებენ პირად შეტყობინებას, მათ შორის ფინანსური დახმარების პირობას, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ვთხოვთ საზოგადოებას, გაითვალისწინოს, რომ ეს ანგარიში არის ყალბი და არ ეკუთვნის ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს. ასევე, აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ გაუგზავნოთ კომპანია Meta - ს წერილი ანგარიშის გაუქმების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.