ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
1795158379
საქართველოში სომხეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და ადამიანური მსხვერპლის გამო. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ნუგეში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს“, – წერს სომხეთის საელჩო სოციალურ ქსელში.