სოლიდარობა უკრაინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან!

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი-გოჩა ენუქიძე სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეძენას განახორციელებს.

ამ დროისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მასში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის მობილიზებას ახორციელებს.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს და თითოეულ მოქალაქეს.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.