ცვლილება სექტემბრიდან ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
1776371386
როგორ ვიწყევლით თავს გაუცნობიერებლად - ამის შესახებ სქემ მიტროპოლიტი ქერუბიმი, ქრისტეფორე წამალაიძე საუბრობს.
„ხშირად ვამბობთ ხოლმე - ვაიმე, უიმე, ზოგი ადამიანი ამას 100-ჯერ ამბობს. „ვაიმე, რა კარგი ამინდი გამოვიდა“, „უიმე, სად იყავი“, „ვაიმე, როგორ გამიხარდა შენი ნახვა“ და ა.შ. „ვაი“ ნიშნავს გლოვა მე. ეს არის სირიული სიტყვა, ასე აქვს სულხან-საბა ორბელიანს განმარტებული. ეს არის ბინძური ფურთხის კასრი. როცა შენ ამბობ „ვაიმე-ს“ ანუ იმ ფურთხის კასრიდან გლოვა-მეო.
ამას დღეში რამდენჯერ ამბობ და შენს თავს წყევლი?! იესო ქრისტე როცა ანათემაზე გადასცემს მწიგნობრებს და ფარისევლებს, მათ ეუბნება: ვაი თქვენ, ფარისევლებო, უი თქვენ, ფარისევლებო. ეს არის ანათემაზე გადაცემა“, - ამბობს სქემ მიტროპოლიტი ქერუბიმი.