სიცხის ფონზე წვიმა, ელჭექი და სეტყვა – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

მი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი არამდგრადი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ხოლო ზოგიერთ რაიონში. სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთიდან შედარებით გრილი, ხოლო სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედება ცვალებად ამინდს განაპირობებს. განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ლოკალური ნალექი, თუმცა სიცხე ქვეყნის უმეტეს ნაწილში კვლავ შენარჩუნდება.

თბილისში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს. საღამოსა და ღამის საათებში კი მოსალოდნელია ღრუბლიანობის მატება და ადგილობრივი ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

დაბლობ და ბარის რაიონებში ტემპერატურა უმეტესად +31…+34 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.