1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ორწლიანი პაუზის შემდეგ საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაა ჩანიშნული. პატრიარქის მიერ მიწვეულ სხდომაზე დასასწრებად დილიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.
თუმცა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინოდის სხდომა ჯერ არ დაწყებულა. თუ რატომ არ დაიწყო სხდომა ამ დრომდე, მიზეზს საპატრიარქოში არ ასახელებენ.
წინასწარ უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ სავარაუდოდ, დღეს სხდომაზე იმსჯელებენ 8 ეპარქიაში მღვდელმთავრების დანიშვნაზე. არ არის გამორიცხული, სინოდმა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული სიტუაციაც განიხილოს.
კიდევ ერთი სავარაუდო საკითხი მთავარეპისკოპოს ზენონის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან ჩამოშორებაა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, განსახილველ საკითხებს შორის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ იქნება.
წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საპატრიარქომ განცხადება 10 თებერვალს გაავრცელა.
„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – აღნიშნული იყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.