მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
სამედიცინო გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“, საკუთარ დიაგნოზზე, ბრძოლის გზასა და მიღებულ გამოცდილებაზე ხათუნა ჟორდანიამ ისაუბრა.
ხათუნა ჟორდანიამ მის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნა, რომ კიბო განაჩენი არ არის და ონკოპაციენტებს რჩევით მიმართა:
„სიმსივნე განაჩენი არ არის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
როგორც ყველა ადამიანს, როდესაც სიმსივნის დიაგნოზს გაიგებს, მეც რამდენიმე დღე საშინელი დეპრესია მქონდა, თუმცა განსაკუთრებით უფროსი შვილი მყავს ისეთი, რომ ამ დეპრესიის საშუალება არ მომცა.
მე თავად ნამდვილი დიაგნოზის შესახებ გავიგე მაშინ, როდესაც უკვე ქიმიოთერაპიები დავასრულე, მანამდე ნინი თავისი სიტყვებით მიხსნიდა – „არაფერი არ არის, საწყისი სტადიაა, ამას უცებ მოვერევით“. შემთხვევით გავიგე, როდესაც საბუთებს ვალაგებდი და წავიკითხე – ფილტვის სიმსივნე, მეოთხე სტადია, მეტასტაზები გასული ლიმფურში.
პირველი გაგების შოკის შემდეგ იყო მეორე შოკი – როდესაც გავიგე, რა სიმძიმე გამივლია, ძალიან რთული პერიოდი გავიარე, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველივე ქიმიოთერაპიის შემდეგ კარგად გავხდებოდი.
ყოველი ქიმიოთერაპიის შემდეგ, როდესაც საავადმყოფოდან გამოვდიოდი, სადაც კი მუსიკას ყურს მოვკრავდი – ვცეკვავდი. ასეთი განწყობა მქონდა, ყველა ონკოპაციენტს ვურჩევ, რომ ეს განწყობა თვითონ შეიქმნან“, – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.