1793896633
„სიკვდილის არ მეშინია, მე მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის“ - კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ
93 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი.
ნუნუ დუღაშვილი რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ასაკს ვერ გრძნობს:
„დაახლოებით, 20 წლით უფროსი ვარ 70-ზე. სანამ ამას დავუფიქრდი, არ ვამბობდი, რომ 90 წლის ვიყავი. მავიწყდებოდა და როგორც კი დავფიქრდი, ჩემს თავს ვუმეორებდი, რა 70 და 80, 90 წლის ხარ-მეთქი. ძალიან ბევრს რომ ვლაპარაკობ, ახლა მჯერა, რომ 90 წლის ვარ. როგორ შეიძლება ამაზე დიდხანს ვიყო. სიკვდილის არ მეშინია, მე მჯერა იქ, ზემოთ, დიდი ღმერთის“.
ცნობისთვის, მისი შემოქმედება და საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა რამდენიმე სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო.











