1793896633
როგორ შევინარჩუნოთ სახლში სითბო ისე, რომ კომუნალური გადასახადები ზედმეტად არ გაიზარდოს
როგორ დავზოგოთ გათბობის ხარჯი - როგორ შევინარჩუნოთ სახლში სითბო ისე, რომ კომუნალური გადასახადები ზედმეტად არ გაიზარდოს და როგორ გავათბოთ საცხოვრებელი უსაფრთხოდ.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი გია არაბიძე მარტივ ტექნიკას გვასწავლის.
„ყველა რადიატორის ჩართვა აუცილებელი არ არის. დღეს უამრავი საშუალება არსებობს - მაგალითად, სპეციალური სარქველები, რომლებიც რადიატორებზე ყენდება და ოთახის ტემპერატურას არეგულირებს. როდესაც ოთახში ტემპერატურა მოიმატებს, ის რადიატორს თიშავს, ხოლო თუ შემცირდება, კვლავ რთავს. ჰგობნიათ, რაც უფრო დიდი ქვაბი გვაქვს და რაც უფრო გრძელი რადიატორია, მით უკეთესად, მდგრადად და კომფორტულად თბება ოთახი. რადიატორის ზომის განსაზღვრას თავისი ფორმულა აქვს. მაგალითად, 100-120 კვადრატული მეტრისთვის 24-კილოვატიანი ქვაბი აბსოლუტურად საკმარისია.
ქვაბს რადიატორი გავარვარებული აქვს და ეს რადიატორი ფარდითაა დაფარული - თან, თუ ეს ფარდა ორმაგია - მაშინ სითბო ოთახში ვერ გამოდის. ეს კი უზარმაზარ ხარჯს იწვევს. მაგრამ, თუ რადიატორის უკან ფოლგას გააკრავთ, ის სითბოს აირეკლავს, რაც მაქსიმალურად შეამცირებს სითბოს ხარჯს.
რაც შეეხება გაზქურის მოხმარებას: თუ ოთხივე სანთურა ანთებულია, ბუნებრივია, გაზის ხარჯიც იზრდება. ერთი საათის განმავლობაში ეს ხარჯი შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს, რაც გადასახადზეც აისახება.
ერთ საათში ერთხელ ფანჯარა გამოაღეთ, სუფთა ჰაერი თქვენც მოგიხდებათ და გაზის წვასაც.
ნი გაჩერდებით დეტექტორის გარეშე. თუ დეტექტორს დააყენებთ, მისი სიმაღლე მნიშვნელოვანია. ნახშირორჟანგი ჰაერზე მძიმეა, ამიტომ, თუ ოთახში გამოიყოფა, ის ქვემოთ გროვდება. ადამიანი კი, ძირითადად, 70-80 სანტიმეტრის სიმაღლეზე ზის და სუნთქავს. ამიტომ, ჟანგბადის ნაკლებობა სწორედ ამ სიმაღლეზე იგრძნობა.
ნახშიროჟანგი ეფარება, ჟანგბადი არ არის და კაცი იღუპება. კარმას მაქსიმალურ სიმძლავრეზე ნუ დააყენებთ. ქარის შემთხვევაში, წვის ნაწარმი გარედან შიგნით შეიძლება შემოიტანოს, ამიტომ ღამით დატოვება აუცილებელი არ არის. კარმის კარგად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ უსაფრთხოა.
თუ გაზის წვის ალი მოლურჯო-მოცისფროა, ეს ნორმალურია და საშიში არ არის. თუმცა, თუ ალი წითელი, ან ნაპერწკლებისმაგვარი წვაა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ წვა არასრულია და ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
რადგან გაზქურებში ჰაერის ხარჯის რეგულირება არ შეგვიძლია, ეს პრობლემა გაზის მიწოდების რეგულირებით უნდა მოვაგვაროთ. თუ გაზქურას აქვს ნიშნულები 1, 2, 3, 4 და ა.შ. შეამცირეთ გაზის მიწოდება ისე, რომ მიწოდებული ჰაერი საკმარისი აღმოჩნდეს და ალი ისევ ცისფერი გახდეს. ამ შემთხვევაში ხარჯიც ნაკლები გექნებათ და ეს უსაფრთხოც იქნება,“ - განმარტა გია არაბიძემ.










