„სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნეს მიღებული“ – ამინდის პროგნოზი

წვიმა

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„30 სექტემბერს, ოთხშაბათს, დასავლეთ საქართველოში დილიდან, აღმოსავლეთში კი საღამოს საათებიდან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან კოკისპირული და ელჭექი, ასევე ნალექის დროს გაძლიერდება დასავლეთის ქარი. 

სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული პოტენციური უარყოფითი ეფექტების, როგორიცაა; წყალდიდობა, მეწყერი, ელჭექი,ხილვადობის შემცირების გამო ტრანსპორტის შეფერხებები, წინააღმდეგ საბრძოლველად. გისურვებთ წვიმაშიც სილაღეს და ღიმილს“, – წერს კობა ფარტენაძე. 

✕