პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბიზნესის პოპულარიზაციისთვისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით 2016 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. 2016 წლიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა 3000 კომპანიამ მიიღო. ორგანიზატორებმა კი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და პროექტი რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი კომპონენტით გაამრავალფეროვნეს.
ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლე წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილე კომპანიებისთვის იქნება ახალი, სპეციალური ჯილდო - გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც თიბისიმ პროექტის ერთ-ერთ პარტნიორთან - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად დააწესა.
ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისთვის თიბისი წლებია, აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი ქალია. თიბისი ყოველწლიურად ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, პროფესიულ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, თუ გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
2021 წელს ავსტრიის განვითარების ბანკმა (OeEB) თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების მიმართულებით სამაგალითო კომპანიად დაასახელა.
იმავე წელს, თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.
2022 წელს თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.თიბისი წლებია, აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან, რომელთა მიზანია ქალთა გაძლიერება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კი ტექნოლოგიებში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა:
პროგრამა 500 ქალი ტექნოლოგიებში, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო, Women Techmakers Georgia-ს მიერ ორგანიზებული კამპანია #ProgressNotPerfection.
წელს კი, თიბისისა და UN Women-ის ერთობლივი გადაწყვეტილებისა და ძალისხმევის შედეგად, ქალთა გაძლიერების მიმართულება ბიზნესდაჯილდოების პროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა!
„გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში კერძო კომპანიების მობილიზება 2016 წლიდან დაიწყო. ქალთა გაძლიერების პრინციპები ის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ბიზნესებთან და დღეისათვის მხოლოდ საქართველოში, ჯამში 151 კომპანია ამ პრინციპების ხელმომწერია. ამ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების არსებობა, რომლებიც მათ მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს წაახალისებს და თანამშრომლებს მოტივაციას აუმაღლებს. თიბისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ პროექტს - ბიზნესდაჯილდოებას, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებითაც ვითანამშრომლოთ მათთან და ერთად დავგეგმეთ ახალი ინიციატივა - სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის. ეს ჯილდო გადაეცემა ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე და გამარჯვებულ იმ კომპანიას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამშრომელი ქალების, ან ზოგადად - ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, ელენე გაბელაია.
„ყველა კომპანიას, რომელიც მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ბიზნესდაჯილდოების პროექტში, მონიშნოს აპლიკაციაში ეს კატეგორია და აღწეროს, რა აქვს გაკეთებული ამ მიმართულებით. განიხილება როგორც შიდა ორგანიზაციული, ასევე ზოგადად საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. კრიტერიუმები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად შევიმუშავეთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესიდეისა თუ პროექტის მასშტაბურობა, პროგრესი და, რა თქმა უნდა, ბიზნესის მდგრადობა. მნიშვნელოვანია, ასევე, პროექტის ბენეფიციარების ჩართულობა იდეის განხორციელების პროცესში და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება თუ დანერგვა. ზოგადად კი, აუცილებელია, კომპანიებს გააზრებული ჰქონდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერებას, რა კონკრეტული ქმედებებია ამისთვის საჭირო, რა ბარიერები არსებობს და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ქალთა გაძლიერების პროცესს, რადგან კვლევებით დასტურდება ქალების აქტივობის როლი არა მხოლოდ ზოგადად საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, არამედ ბიზნესში და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაშიც“ - ამბობს თიბისი ბანკის გარემოს დაცვის სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.