1744522326
სიახლე, რომელიც საბავშვო ბაღებში ამოქმედდება

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაშვების მექანიზმი ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობელმა ბაღში შესვლისთანავე უნდა მიაწკაპოს ბარათი. ამის შესახებ „პალიტრავიდეო“-ს თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინერგება ახალი სისტემა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ახალი სისტემა პერსპექტივაში თანამშრომლებსაც შეხება.
„ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა დასწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც,“ - ნათქვამია განცხადებაში.