წყალი 12 საათით შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1790883561
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, ნავდარაანთკარი, წიწამური, გალავანი და მიმდებარე სოფლებში;
12:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ლისზე, ძალაანთხევში და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.