1739946805
შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

17 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, ახვლედიანის აღმართის, დიდხევის აღმართის, მჭედლიშვილის, გორკის, თოიძის, დოქის, ჩხეიძის, ლოჭინის, ხეთაგუროვის, ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, სანთლის, გოგიბერიძის, ბურების, ნეკრასოვის, ტოლსტოის, არაგვისპირელის, თვალჭრელიძის, ვეძათხევის, ციმაკურიძის, წმინდა ნიკოლოზის, საღარაძის, კუმისის, სხირტლაძის, ადიგენის, გამცემლიძის, სულიაშვილის, წინამძღვრიშვილის, ნოე ჟორდანიას, სანაპიროს და პლატონის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ბოხუას და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, ემხვარის, პეტრიწის და თოფურიძე ვალენტინის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.გამოიწერეთ სიახლეები