ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი.
11:00-დან 15:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, აღდგომლიანთკარი, ხოლო 11:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ახალუბანი, სელექცია, წილკანი, ნატახტარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების პროგნოზი