1740388520
შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭილურტი, პეტრიანი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, ბაზალეთის ტბა, ციგრიაანი, ქედელობა და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ახალუბანი, წეროვანი, მისაქციელი, სელექცია, წილკანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში;
ელექტროენერგია 15:45-დან 18:30 საათამდე არ ექნებათ აბონენტებს სოფელ გლდანში და წიწამურში.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - აცხადებენ კომპანიაში.