შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აგვისტოს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ახალუბანი, სელექცია, ნატახტარი, წილკანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: გუდაური, ქუმლისციხე, სეთურნი, ქვეშეთი, კობი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.