ცნობილი ხდება, რა საერთო ჰქონდათ თურქეთის სკოლებში თავდასხმაში ბრალდებულებს - დეტალები
1776369256
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს 11:00-იდან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში, სააკაძის, აღმაშენებლის, შრომის, ქართლის, ბორჯომის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:10-იდან 11:15 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფასანაური, ჭართალი, ლუთხუბი, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცივწყარო, ანანური, ზოტიკიანთკარი, ფასანაური, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.