ცნობილი ხდება, რა საერთო ჰქონდათ თურქეთის სკოლებში თავდასხმაში ბრალდებულებს - დეტალები
1776369256
ემიგრანტი თამარ მღებრიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ემიგრანტი გარდაიცვალა, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე თამარ მღებრიშვილი.
როგორი გული დამწყდა...
როგორ იმედით იყავი, დარწმუნებული, რომ დაამარცხებდი... რა რთული ოპერაცია გაიკეთე თურქეთში... რამდენი იწვალე... როგორ გინდოდა ოჯახის და შვილების გასახარებლად გეცოცხლა... ბოლოს ბიჭებმა რომ გნახეს რა სიტყვები გითხრეს... მეცოდებიან...
ეს ლამაზი გოგო აღარ გვყავს, როგორ დააკლდები ჩვენს ემიგრაციას. არაფრით არ მჯეროდა, რომ სიკვდილი მოგერეოდა. ვწუხვართ, ნათელი ეფინოს, შენს ლამაზ სულს და ტანჯულ სხეულს. დაგტირით.
ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ ოჯახის დიდ ტკივილს. გვემახსოვრები თამარ!“, - წერია სოციალურ ქსელში.