შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - შერმადინის, ბერტა ფონ ზუტნერის, კრისტიან სტივენსის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში - მშვიდობის, ანდრონიკაშვილის, ავჭალის, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი, ვარდისწყარო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.