ავარია დედოფლისწყაროში - არის მსხვერპლი

პოლიცია ლენტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლი გზაზე მიმავალ საქონელს აერიდა და ჯიპს შეეჯახა.

59 წლის მამაკაცი, კლინიკაში გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაშავებულებს ოპერაცია ჩაუტარეს.

პოლიციამ სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლი უკვე დააკავა.