შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი მოქალაქის დაჯარიმებაზე, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა

შორენა ბეგაშვილი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.

მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შორენა ბეგაშვილს. სამართალდამრღვევს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ფაქტს თავად ბეგაშვილიც გამოეხმაურა.

„რამდენი წელი მაბულინგეთ, ახლა ჩემი დროა,“ - დაწერა მსახიობმა და ყოფილმა ტელეწამყვანმა.