„შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო - ბრიყვს უთქვამს!“ - ბესო მეგრელიშვილი 59 წლის გახდებოდა

ავთო

მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. დღეს მას 59 წელი შეუსრულდებოდა.

მსახიობი არაერთ თეატრთან თანამშრომლობდა. მათ შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრში არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო სახე შექმნა.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს გარდაცვლილ კოლეგას იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„პირველი დაბადების დღე მის გარეშე! დღეს ბესო მეგრელიშვილი 59 წლის გახდებოდა. უმძიმესი წინა სეზონი იყო ჩვენი თეატრისთვის. ბესოს წასვლამ დიდი სიცარიელე შექმნა! შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო – ბრიყვს უთქვამს! ყველა ადამიანი შეუცვლელია, მით უფრო ნიჭიერი, თვითმყოფადი, თავის ქვეყანაზე და პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი!“, – წერია თეატრის მიერ გავრცელებულ წერილში.

ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა.

ასევე ნახეთ:

„ცხოვრება ალბათ იქ უფრო მშვენიერია…” - თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ქალიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

VIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

ვინ არის მსახიობი, რომელიც თურქულ სერიალში ნანუკას პარტნიორი იქნება

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი

700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა