ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
„პრაიმტაიმი“ მოგიყვებათ გოგონას შესახებ, რომელიც საზოგადოებამ ჯერ კიდევ წლების წინ, „მაგული კორთხონჯიას“ სახელი და გვარით გაიცნო.
ემილი საზოგადოებამ ჯერ კიდევ, იუმორისტული ვიდეოებით გაიცნო, რომლებსაც მილიონობით ნახვა აქვს.
ახლა კი, ერთ-ერთი მოთხოვნადი წამყვანია და მას, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 200-ზე მეტი ქორწილი აქვს წაყვანილი. ამბობს, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამ ყველაფერს, დიდი შრომა სჭირდება.
ემილის, წამყვანობა სულ უნდოდა. ბავშვობაში კი ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. 2016 წელს მოხვდა კარაოკეში და აღმოაჩინა, რომ ღონისძიების წამყვანობა მისი ერთ-ერთი პროფესია უნდა გამხდარიყო.
მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ...
- „მაგული“, რომ გავიხსენო, ეს იყო 2015 წელს, ერთ მშვენიერ საღამოს მე და ჩემი და ვაკეთებდით ჩემი მეზობლის პაროდიას, ეს ჩემი მეზობელი იყო უსაყვარლესი ქალი, რომელმაც ნაწილობრივ გამზარდა. ზოგადად მეგრული, რომ ვიცი მისი დამსახურებაა. ერთ საღამოს ვაკეთებდი მის პაროდიას და ჩემმა დამ გადაიღო ვიდეო, რომელსაც ერთ დღეში ნახევარი მილიონი ნახვა ჰქონდა და შემდეგ წამოვიდა „მაგულის“ სერიები და გვარიც შევურჩიე (კორთხონჯია). ცოტა ხნის წინ, აღმოვაჩინე, მაგული კაცი რომ ყოფილიყო, გელა ბარკალაია იქნებოდა (იცინის).
2016 წლიდან დავიწყე მუშაობა ორ ადგილას, ღამეს ვათევდი, ფაქტობრივად არ მეძინა. სასტუმროში მუშაობის შემდეგ, კარაოკეში წამყვანად მივდიოდი... ვიყავი გაძლებაზე, რადგან კვირაში მხოლოდ, ერთი დღე ვახერხებდი გამოძინებას. ასე ვიმუშავე 2019 წლამდე, ერთ დღეს, მეგობარმა მთხოვა, რომ ქორწილში უნდათ წამყვანიო და იქ წავედი პირველად, დიდად ქორწილები არ მიყვარდა, ბიძაშვილის ქორწილშიც არ ვარ ნამყოფი.
ეს იყო ერთგვარი გამოწვევა, რადგან არ ვიცოდი არაფერი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, ამ დროს პირველი ჰონორარი ავიღე 300 ლარი. მეორე ქორწილი, უკვე გიორგი გასვიანთან ერთად წავიყვანე და უფრო გამიმარტივდა. აქედან დაიწყო და დაიწყო.
ძალიან მიხარია, ის, რომ არავისგან არაფერი გადმომიღია, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ჩემით. სულ ამერიკულ და ევროპულ საიტებზე ვუყურებდი და ჩვენს რეალობას ვარგებდი. თავიდანვე მარტო ვიყავი და კარგია, რომ ასე მოხდა. ძირითადად, ვაკეთებ ისე, რომ ვწერ სცენარს, როდის შემოგვყავს წყვილი, რა მუსიკაზე და ა.შ. ამიტომაცაა, რომ თითოეული ქორწილისთვის მოსამზადებლად, იქნება ეს სცენარის წერა, რეკვიზიტების მოძიება, მუსიკალური ფონების შერჩევა თუ სხვა დეტალები, 5-დან 8 საათამდე მჭირდება.
როდესაც წყვილს ვხვდები, ვეკითხები სტუმრების ვინაობას, ასაკობრივ სხვაობას. ყველას უნდა მაინც ბუნებრიობა და მხიარულება. ძალიან მიყვარს ეს საქმე.
რა რისკებია ამ პროფესიაში?
- მაგალითად, მთვრალი ადამიანები, 500 კაციან ქორწილში, მინიმუმ, 20 ადამიანი, მოდის და გეუბნება, რომ რაც მას უნდა, ის სიმღერა ჩაურთო. ერთ ადამიანს, მაინც რომ შეუსრულო თხოვნა, ჩათვალე, რომ ქორწილი გაგექცა. ზოგჯერ, ყოფილა, რომ ფიზიკურადაც შემხებია ვიღაც, შეურაცხყოფაც ამიტანია, ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცა მთვრალს მოუყვენებია შეურაცხყოფა და ამიტანია. გაცნობის მიზნითაც მოდიან და ეს ყველაზე მარტივი შემთხვევაა.
თამადებზეც მინდა ვთქვა, რომ მათთან ერთად მე პრობლემა არ შემქმნია, პირიქით უკვე ერთმანეთს ვუთანხმებთ და მეც ვიცი, რომ ქართული სუფრა მდიდარია სადღეგრძელოებით. თითო სადღეგრძელოს აქვს 3-4 წუთი, თუ გადააჭარბა, ვცდილობ ხელი შევუწყო და მოვერგო მას. ბოლო დროს თვითონაც მერგებიან.
გეტყვით, რომ მომსახურება, თანხობრივადაც ძალიან ხელმისაწვდომია, რა ფასიცაა ბაზარზე იმაზე დაბალი. ბევრჯერ გამიკეთებია ფასდაკლება და რამდენიმეჯერ უფასოდაც წამიყვანია ქორწილი.
ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც ქორწილების ჯგუფებში მნიშნავენ და მადლობლები არიან. სულ ვამბობ, რომ მადლობისთვის ვმუშაობ.
დაახლოებით რამდენი ქორწილი წაგიყვანიათ?
200-ზე მეტი ქორწილი წამიყვანია, სხვა ღონისძიებები რომ არ ჩავთვალო.