ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში მომღერალ ავთო აბესლამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბესლამიძესთან 31 დეკემბრის ბათუმის საახალწლო გალა კონცერტთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება და შეთავაზებაც კი არ ყოფილა.
„31 დეკემბერთან დაკავშირებით ბათუმის საახალწლო პროგრამაში ავთო აბესლამიძე არ ყოფილა. ბათუმის საახალწლო გალა პროგრამა უკვე შედგენილია, მასში არ არის ავთო აბესლამიძე, შეთანხმება არც ყოფილა და არც შეთავაზება 31 დეკემბერთან დაკავშირებით“, - აცხადებს სოფო ხალვაში.
ცნობისთვის, აბესლამიძემ თავის ინსტაგრამ გვერდზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს.