,,შესაძლებელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

ამინდის გაუარესება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).