შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება... - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

26 სექტემბერის დღის ბოლოდან 28 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, კახეთის ტერიტორიაზე და მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).