„შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

სასწრაფოს ექიმები

ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადის წევრებმა ხანშიშესული ქალბატონის კარდიოგენული შოკიდან წარმატებით გამოიყვანეს.

სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმატების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს:

„ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადის წევრების წარმატება – გამოძახების მოტივი – დაბალი არტერიული წნევა. გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხანშიშესული ქალბატონი კარდიოგენული შოკით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მიღებული იქნა პაციენტის ტრანსპორტირების გადაწყვეტილება, რა დროსაც მან დაკარგა გონება, შეწყვიტა სუნთქვა, ხოლო მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა.

ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად გულისცემა წარმატებით აღდგა.
პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

გვემაყება: ექიმი – ნინო გიორგაძეექთანი – ანა ჟორჟოლიანიმძღოლი – მალხაზ ძამაშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

რატომ აწერია AMBULANCE უკუღმა სასწრაფო დახმარების მანქანებს

თოვლის „დონატები“ - იშვიათი მოვლენის ფოტოები ანტარქტიდიდან

„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში