ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ახალ წლამდე მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზი ელოდება
1766005687
UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. სპორტულ წარმატებას პირადი კრიზისი მოჰყვა.
ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა და 2026 წლის პირველ კვარტალში ჩხუბზე უარი განაცხადა.
ილიას ამ განცხადებას, საჯარო კომენტარით ეხმიანება დედა, ინგა თოფურია. ის ილიას პოსტზე დაწერილი კომენტარით შვილს ამხნევებს.
მისი თქმით, ილია ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც კი იცნობს.
„ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი ვისაც ვიცნობ. მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის. ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია, შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს, უფალმა დაგლოცოს, შვილო“, - წერს ინგა თოფურია.
ცნობისთვის, ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.