წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოსული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ თბომავალ "ჰარმონიაზე” საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და პარტია - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებებს საქართველოში სანქცირებული ნავთობის შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი "ჰარმონია“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 4181.184 ტონა დიზელის საწვავი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას.