ჯარიმა 6000 ლარია - ნახეთ, ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1756965025
შეიძლება თუ არა ჯვრისწერის ბეჭდების გაყიდვა და არსებობს თუ არა „ჯვრის აყრა“ - ყოველთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მამა ანდრია სარია საუბრობს.
„როდესაც წყვილი ერთმანეთს გაეყრება, რა თქმა უნდა, ჯვრისწერის ბეჭდების გაყიდვა შეიძლება. იმიტომ, რომ ეს არის ერთმანეთთან დაკავშირების სიმბოლო, რომელიც რიტუალურად წირვისას ეძლევა ცოლ-ქმარს. იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა ქორწინება, შეგიძლიათ, გაყიდოთ, გააჩუქოთ, თუ ეს გინდათ, პრობლემას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება ჯვრის აყრას, ასეთი ტერმინი არ არსებობს. რომელსაც ეპისკოპოსთან მიდიხარ, როდესაც განქორწინება გსურს, ის კითხულობს სპეციალურ ლოცვას და ქორწინება ხდება ანულირებული“, - განმარტა მოძღვარმა.