„შეიძლება საყვარელ მამაკაცს ენდობოდე, მაგრამ შენს ნდობას არ იწვევდეს ქალბატონი, რომელიც მის ახლოს ტრიალებს" - თიკა მახალდიანი

მახალდიანი

"მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ხშირად ილაშქრებს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი მომღერალ თიკა მახალდიანის ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

„მერწყული ამიტომაც მიყვარს, არაპროგნოზირებადი ნიშანია. ეს თვისება ნამდვილად მაქვს, მაგრამ მაშინ უფრო მეტად, როცა ნივთებზეა ლაპარაკი. ვერ ვიტყვი, მეგობრები და ახლობლები მბეზრდება-მეთქი, ეს ჩემთვის გაუგებარი ამბავია. ისეთი დღეები და პერიოდები კი ნამდვილად მაქვს, როდესაც მარტო ყოფნა მინდა..." 

„ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვალდებულებებს ვერ გაექცევი. ვალდებული ხარ, რაღაცები გააკეთო. დიდად არ მხიბლავს ეს ვალდებულებები, მაგრამ მიწევს ატანა. რაც შეეხება აზრის ცვლილებას, გაჯიუტება არ მჩვევია, გონივრულ არგუმენტს თუ მოვისმენ, აზრი შემეცვლება..." "როდესაც ადამიანი გიყვარს, ცოტას ეჭვიანობ კიდეც. შეიძლება საყვარელ მამაკაცს ენდობოდე, მაგრამ შენს ნდობას არ იწვევდეს ქალბატონი, რომელიც მის ახლოს ტრიალებს და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს. ამის ახსნა რთულია...“

ასევე ნახეთ:

წყალი 32 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„გაუძელი, ძმაო, ისინი ამას ისურვებდნენ, სურვილის გამოხატვა რომ შეეძლოთ. ახლა ყველა სიტყვა უძლურია...“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტი

,,...17 სექტემბრამდე გაგრძელდება" - ასტროლოგის რჩევა, როგორ გავიაროთ სწორად სახიფათო პერიოდი