პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2023 წლის განმავლობაში, 4 სახიფათო პერიოდს გადის დედამიწა, როცა რეტროგრადული მერკური გველის - ასტროლოგები ასახელებენ, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რისი გაკეთება შეგვიძლია.
1-იდან 18 იანვრამდე;
21 აპრილიდან 15 მაისამდე;
23 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით;
13-იდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
21/23 აგვისტოდან -15/17 სექტემბრამდე დაიწყო რეტროგრადული მერკურის მესამე პერიოდი.
მაცნე, შუამავალი, მომრიგებელი, მოხერხებული, მატყუარა, ეშმაკი, მოქნილი, სწრაფი... ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიტყვებისა, რომელსაც შეხვდებით რომაულ თუ ბერძნულ პანთეონში (იგივე ჰერმესი) მერკურის უნიკალური პერსონაჟის აღწერისას.
თავის ბუნებით ის ყველაზე ახლოს არის ადამიანთან, მას შეუძლია, მოარიგოს ერთმანეთთან მოსისხლე მტრები და პირიქით შუღლი და მტრობა დათესოს მეგობრებში.
არიან ღმერთები და არის მერკური, მისი ზრახვები ყოველთვის უცნობია...
მერკური, ეს ჩვენი გონებაა... ის თითქოსდა ჩვენი მთლიანობის დამოუკიდებელი პერსონაჟია, დაუმეგობრდი მას და შეცვალე შენი ცხოვრება...
2023 წლის განმავლობაში, ეს არის პლანეტა მერკურის მესამე დროში მოგზაურობა.
23 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე რეტროგრადულია, იწყებს უკუსვლას ქალწულის ნიშანში, ის უკანსვლას ასრულებს "მინდების და ფასეულობების" პლანეტა ვენერასთან ერთად, ამიტომ განსხვავებული, უფრო მკაფიო მესიჯი მოაქვს.
ყველაზე დიდი გავლენა მერკურიანელებსა და მერკურის მართვის თემებს შეეხება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, პლანეტა ვენერაც ჩართულია ამ ფერხულში 5 სექტემბრამდე, შესაბამისად, პირად-სასიყვარულო სფეროსაც მოიცავს.
მაშ ასე, კომუნიკაციისა და გონების მმართველი მერკური დროის მანქანით მოგზაურობისთვის ემზადება. ეს დრო შესაძლოა ჭკვიანურად და ძალიან ეფექტურად გამოვიყენოთ.
მერკურის რეტროგრადულობა შესაძლოა აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამასთანავე "ყოფილების" უკან მობრუნების საერთაშორისო კვირეულია ...
რეტროგრადული მერკურის დროს გაითვალისწინეთ:
მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.
ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).
თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის!
მარკეტინგთან, პიართან, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია.
გონებას უჭირს ამ პერიოდში ინფორმაციის ათვისება, ამიტომ არ გირჩევთ სასწავლო საკითხების ამ დროს წამოწყებას, მაგრამ ეფექტურია უკვე მიღებული ინფორმაციების განახლება, გადახედვა.
გადაამოწმეთ და მწყობრში მოიყვანეთ საბუთები, ხელშეკრულებები, ბანკთან დაკავშირებული ოპერაციები.
განაახლეთ ძველი საქმიანობა, პროექტები, რომელიც გარკვეული მიზნით გადადებული ან სულაც მივიწყებულიც გქონდათ.
არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში მგზავრობა.
აღადგინეთ ძველი კონტაქტები, რომელიც ფიქრობთ რომ ღირებულია! მაგრამ ალკოჰოლის მიღებამდე, გირჩევთ „ყოფილის“ ნომრის წაშლას
მოინახულეთ მივიწყებული ადგილები, რომლების მონახულებაც სიამოვნებას განიჭებდათ.
სცადეთ ის, რაც არ გამოგდიოდათ აქამდე.
გამოიყენეთ შემდეგი მინერალური ქვები: ზურმუხტი, საფირონი, თურმალინი, ობსიდიანი, კვამლიანი კვარცი.
არომათერაპიიდან გამოიყენეთ: ფორთოხალი, იმბირი, პაჩული, გერანი.
სიმბოლოებიდან გირჩევთ ბუს სიმბოლოს გამოყენებას.
ყიდვა-გაყიდვის სფეროში ხელსაყრელია ეს პერიოდი იმ პროდუქციის ამოსაყიდად, რომელიც არ იყიდებოდა.
P.S. ამ პერიოდში ძალიან ეფექტურია ფსიქოლოგიურ ტრავმებთან მუშაობა!
ეს პერიოდი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც დაბადების მომენტში მერკური რეტროგრადული აქვს.
მასალა მოამზადა ქეთი ოდიშელმა